20 მაისი 2019,   09:40
ვრცლად
პოლიტიკური განაცხადი, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დახევას - ოპოზიცია აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბურ წვრთნებზე საუბრობს 

რუსეთის მიერ, დასავლეთით და სამხრეთით სამხედრო პოტენციალს გაძლიერებას და ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ წლებია ახორციელებს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პროვოკაციული ქმედებების გამო რუსეთს პოლიტიკური ფასის გადახდა არც ერთხელ არ მოუწია.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

„ეს არის, რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან, ერთის მხრივ ძალის დემონსტრირება და მეორეს მხრივ, პოლიტიკური განაცხადი, რომ რუსეთი რა თქმა უნდა, არ აპირებს უკან დახევას რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ანექსიას. ეს არის, სამწუხაროდ, პასუხი იმაზეც, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე რუსეთს არც ერთხელ არ მოუწია რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მსგავს გადაწყვეტილებებზე და რეალურად, სულ უფრო გაღრმავებული ანექსიის პროცესი რჩება სრულიად დაუსჯელი. საქართველოს ოკუპაციის თემა არის გამქრალი საერთაშორისო დღის წესრიგიდან და სამწუხაროდ, ჩვენ ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რუსეთის მიერ მასშტაბური წვრთნების შესახებ საუბრისას ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი. დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთს მსგავსი ქმედებებისთვის პასუხი მოეთხოვოს.

სერგო რატიანი-ის სურათის შედეგი

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საერთაშორისო წნეხი რუსეთზე იყოს გაზრდილი. მეტიც, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვიეს ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცილებით აქტუალური არის დღეს უკრაინის ოკუპაცია, სწორედ ამ მიმართულებით რუსეთს ედება სანქციები, მაშინ, როდესაც საქართველოს ოკუპაციის საკითხი არის მეორე პლანზე გადაწეული“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

რუსეთი დასავლეთით და სამხრეთით სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საუბარია ორივე რეგიონის სამხედრო ოლქების შემადგენლობაზე, რომელსაც დანარჩენი დაჯგუფებების შემცირების ხარჯზე ზრდიან.

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი მიზეზად რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგებას ასახელებს. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია არ არსებობს, მაგრამ ალიანსი გაფართოებას განაგრძობს, რითიც ირღვევა ძალთა ბალანსი ევროპაში. ამასთან, სამხედრო ინციდენტების რისკიც იზრდება.

პარალელურად რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები