23 ივლისი 2019,   03:42
ვრცლად
„ოკუპაციის პროცესის გაგრძელება“ - დიმიტრი ცქიტიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებაზე საუბრობს 

„ოკუპაციის პროცესის გაგრძელება“ - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარებას.

ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს თითოეულ წარმატებულ წინსვლას პროვოკაციული ქმედებებით პასუხობს. 

„ოკუპაციის პროცესის გაგრძელებაა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ბუნებრივია, რუსეთი ყველა გარკვეულ წარმატებულ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, პასუხობს დესტრუქციული ნაბიჯით, რომელიც მათი პოლიტიკის ნაწილია. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენს მხარეს ამ კუთხით და გმობს, ცალსახად, ამ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან, ამას და ყველა სხვა ნაბიჯებს, რომელიც ოკუპაციის გარკვეულ პროცესს აძლიერებს“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რუსეთი დასავლეთით და სამხრეთით სამხედრო პოტენციალს აძლიერებს. საუბარია ორივე რეგიონის სამხედრო ოლქების შემადგენლობაზე, რომელსაც დანარჩენი დაჯგუფებების შემცირების ხარჯზე ზრდიან.

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი მიზეზად რუსეთის საზღვრებთან ნატოს ძალების განლაგებას ასახელებს. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია არ არსებობს, მაგრამ ალიანსი გაფართოებას განაგრძობს, რითიც ირღვევა ძალთა ბალანსი ევროპაში. ამასთან, სამხედრო ინციდენტების რისკიც იზრდება.

პარალელურად რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები