23 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
„ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“ - ქუთაისში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აქცია გაიმართა 

„ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები - სუფთა შავი ზღვა“- ამ სლოგანმა ქუთაისელი სტუდენტები და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გააერთიანა. ახალგაზრდები ქუთაისში დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. ამბობენ, რომ დასუფთავების მასშტაბური აქციით შავ ზღვას დაბინძურებისგან იცავენ. 

პროექტების კოორდინატორი, ქეთევან ცხაკაია ამბობს, რომ პლასტიკით მდინარეების და ზღვის დაბინძურება პრობლემაა, რომელსაც მძიმე შედეგები მოქვს. ამგვარი ნარჩენები მდგრადობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დიდ საშიშროებას უქმნის წყლის ბინადრებსა და ფრინველებს.

უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ურნები დგას, სადაც პოლიეთილენის ბოთლები გროვდება. ნარჩენები კი მოგვიანებით შესაბამის ქარხნებში გადამუშავდება. ევროკავშირის პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება. ქალაქში ამ დროისთვის 100- მდე ასეთი ურნა დგას.

იმისთვის, რომ გარემოს დაბინძურების შესახებ მოსახლეობის ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდეს, ევროკავშირი საქართველოში აქტიურად მუშაობს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა წელს არსებობის 10 წლისთავს აღნიშნავს.

დღის ამბები