25 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
დაზიანებები თავის არეში და გემატომა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა - კაჭრეთში, პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო  

პროკურატურამ „კურიერში“ გასული რეპორტაჟების შემდეგ, პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე მოწმეთა გამოკითხვები დაიწყო. დილიდან სოფლის რწმუნებულის კაბინეტში დაიბარეს ყველა, ვისაც მთავრიშვილის ცემის ფაქტზე ინფორმაცია ჰქონდა და ვინც "რუსთავი 2"-ს მომხდართან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა.

სამართალდამცავებს ჯერ არ გამოუკითხავთ თავად გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მათ შორის არც გარდაცვლილის და, რომელსაც პოლიციელების ძალადობის შესახებ ზვიად მთავრიშვილმა პირველს მოუყვა. 

მთავრიშვილებს გამოძიების ობიექტურობის არ სჯერათ, თუმცა შედეგს მაინც ელოდებიან. გარდაცვლილის და ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა იმ პოლიციელების დასჯაა, ვინც 55 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ გაიმეტა.

ზვიად მთავრიშვილი კაჭრეთის პოლიციის თანამშრომლებმა 24 მარტს ოჯახში ძალადობის საბაბით დააკავეს. ნათესავების ინფორმაციით, განყოფილებაში მიყვანამდე პოლიციელებმა ის სასტიკად სცემეს. სოფელ კაჭრეთში თავად მთავრიშვილის მონაყოლით იციან, რომ იმისთვის რომ ძალადობის კვალი არ დატყობოდა სამართალდამცავები მას ძირითადად თავში ურტყამდნენ.

ცემის გამო მთავრიშვილს თავში გემატომა განუვითარდა, რამაც ინსულტი გამოიწვია. ექიმებმა თავის ტრეპანაციაც გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

​ 

დღის ამბები