20 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
"ახმეტის საკრებულოზე იძალადა ცენტრალურმა ხელისუფლებამ" - ენმ კომპანია "ფერისთვის" ახმეტაში მიწის პრივატიზაციის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

ორმაგი სტანდარტები და სახელმწიფოს მხრიდან შპს "ფერისთვის" განსაკუთრებული პირობების შექმნა - კომპანიას, რომელიც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას გეგმავს - არაერთი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს ოპოზიცია. ახმეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ პანკისი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ხელისუფლებამ შპს "ფერის" გამო იძალადა. ოპოზიციის მტკიცებით, 2 კვირის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტმა კომპანიის სასარგებლოდ 6 ერთეული მიწის ნაკვეთის მიზერულ ფასად პრივატიზების გადაწყვეტილება მიიღო. პარალელურად, კვირას მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვები კახეთში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ადგილზე ამ დრომდე რჩება დაცვის პოლიციის 50-კაციანი ჯგუფი.

"ახმეტის საკრებულოზე იძალადა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ფერის სასარგებლოდ გამოეტანათ აუქციონზე მიწის ნაკვეთები. ჩვენ არ დავტოვებთ ამას ესე განუხილველად, ამას მივყვებით ბოლომდე, ეს არის თვითმმართველობაში ჩარევა ერთი, მეორე ჩვენ ქონებას გვართმევენ ვიღაც ფერის სასარგებლოდ, რომელმაც ახმეტის ტერიტორიაზე ფული უნდა იშოვოს და ამ დროს ბიუჯეტში არ უნდა არაფრის გადახდა, მანამდე რასაც იხდიდა, ამ ქირაზე თქვა უარი და უნდა რომ საკუთრებაში გადაიტანოს სამარადჟამოდ ქონება,"-აცხადებს ახმეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, შაქრო ტერტერაშვილი.

დღის ამბები