24 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
„კონფლიქტი საქართველოში“ - ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევათა შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა ანგარიშში ისაუბრა

„კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული ანგარიში მოისმინეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე.

ანგარიშში წარმოდგენილი იყო ბოლო 6 თვის პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდასაჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და სუამის სახელით.

 

დღის ამბები