19 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს - „კურიერის“ ექსკლუზიური კადრები

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ყველა გზა უკვე მეოთხე დღეა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს. ადგილამდე, სადაც უნიკალური ფრესკები და ქრისტიანული სიწმინდეებია, არავის უშვებენ. გზა სასულიერო პირებისთვისაც ჩაკეტილია.

ექსკლუზიური კადრები „კურიერმა“დილით გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აღდგომის ტაძრამდე ახალი ბილიკი გაჰყავთ. ახალი გზა ქართულ ტაძრამდე აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მიდის.

კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილს დღეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ. "რუსთავი 2-ის" გამოჩენამ მესაზღვრეები გააღიზიანა. 

სამონასტრო კომპლექსის სანახავად ყოველდღიურად ათობით ქართველი მომლოცველი და უცხოელი ტურისტი ჩადის. დღემდე ისინი უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას უპრობლემოდ ახერხებდნენ.

ტურისტები, რომლებიც ჰოლანდიიდან ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის სანახავად ევროპიდან ჩამოვიდნენ, გზად აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და უკან გამოაბრუნეს.

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მისადგომთან ამ დროისთვის რამდენიმე ქართველი მესაზღვრე იმყოფება.

დღის ამბები