20 მაისი 2019,   09:39
ვრცლად
დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული - მამუკა მდინარაძე

„დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არა ამოწურული,“ - ეს განცხადება, „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განცხადებით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით პრობლემები დღესასწაულებს ემთხვევა.

დეპუტატი პოზიტიურად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას, რის შემდეგაც მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრობლემები რჩება, თუმცა, ამასთან დაკავშირებით დელიმიტაციის საკითხებზე მომუშავე კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ 15 მაისამდე გაიხსნა. „კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 15 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები