19 ივნისი 2019,   16:08
ვრცლად
ფასი, რომელიც შეიძლება ამაში გადავიხადოთ იქნება ძალიან დიდი - ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კონგრესში შეტანილ კანონპროექტს აფასებენ

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ქართველი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ამერიკელ ბიზნესმენებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოს და მთელი ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რათა ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა აღარ დაიმსახუროს. 

ბათუ ქუთელია-ის სურათის შედეგი„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი სენტიმენტები ჩნდება კონგრესში ამ კანონს პერსპექტივა არ აქვს რომ რეალურად გახდეს მართლა კანონი,თუმცა საკითხის ასე დასმა აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხები,ბიზნესზე ზეწოლა,პოლიტიკურ ოპონენტებზე, სამოქალქო საზოგადოებაზე იქნება ეს, ყველაფერი არის სიმპტომები არაფორმალური მმართველობის. აშშ-ში როდესაც ამაზე საუბრობენ, ეს არის ჩვენი მეგობრების მეგობრული კრიტიკა და ამაზე აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ.

როდესაც ამერიკის ელჩი ამბობს, როდესაც პრობლემა არის სასამართლოსთან დაკავშირებული, სამოქალქო საზოგადოებაზე ან ბიზნესზე ზეწოლის კუთხით. ამას უნდა კარგად მოსმენა და მაქსიმალური ძალისხმევის დახარჯვა,რომ ეს არ განმეორდეს. როგორც გითხარით, დღეს როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება, საფრთხეები ძალიან გაზრდილია. ფასი, რომელიც ჩვენ შეიძლება ამაში გადავიხადოთ იქნება ძალიან დიდი. ეს იქნება ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ფაქტი ძალიან უსიამოვნო და საყურადღებოა. გიგაურის განცხადებით, შეხედულება საქართველოზე, რომელიც კონგრესმენის კანონპროექტშია ასახული საქართველოში საინვესტიციო გარემოს პრობლემებს შეუქმნის.  

ეკა გიგაური-ის სურათის შედეგი"ეს არის პრობლემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს ისეთი პრობლემები, რომელსაც უკვე აქ, (აშშ-ში) ცდილობენ, რომ როგორმე მოუარონ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ,"-აცხადებს გიგაური. 

გაფრთხილება - ასე აფასებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე კონგრესში შესულ კანონპროექტს. მისი თქმით, საქართველოზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს, ის რაც მოხდა TBC ბანკის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მოხდა. 

მიხეილ ბენიძე-ის სურათის შედეგი"ეს კონკრეტული ნაბიჯები არის ერთგვარი გაფრთხილება,რომ სახეზე უნდა იყოს საქართველოში დემოკრატიული და ბიზნესის თავისუფლების კუთხით პროგრესი. ამ კონტექსტში საქართველოზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს ის რაც ჩვენ ვნახეთ TBC ბანკთან მიმართებაში, ანაკლიის პორტთან მიმართებაში. იცით, რომ ანაკლიის პორტთან და ამ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით ამერიკას საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ინტერესებიც აქვს. იმედი მაქვს ,რომ ხელისუფლებაც და ყველა ამ კონტექსტს იაზრებს,"-განაცხადა ბენიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები