22 აგვისტო 2019,   05:35
ვრცლად
დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია! - გიდების აქცია აზერბაიჯანის საელჩოსთან

„დავით გარეჯა არ არის ალბანური კულტურის და რელიგიის კერა! გარეჯა ჩვენია!“ -ამ მოწოდებებით და ლოზუნგით აქცია გაიმართა აზერბაიჯანის საელჩოსთან.

დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან გიდები შეიკრიბნენ და რამდენიმე მოთხოვნა გაახმოვანეს. გაერთიანების წევრები ითხოვენ, რომ მოხდეს ტერიტორიის დემარკაცია და ხელისუფლებას მოუწოდებენ ოფიციალურად გაფორმდეს და დადგინდეს, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორიაა.

„უკვე არსებობს საზღვრის განმსაზღვრელი მარკირება და სადღაც, 70 პროცენტია, უკვე დარეგულირებული ორივე მხარის მიერ და სადაოა ისტორიული დავით გარეჯის ტერიტორია. დაახლოებით, 30 პროცენტი საზღვრის არის გაურკვეველი, ალტერნატიული მიწაც შერჩეულია, როგორც ვიცით და უბრალოდ, პრობლემას ვაწყდებით გარეჯის კუთვნილებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ჩვენი აქციის ვაფიქსირებთ, რომ სხვა სამშობლო გარეჯას არ აქვს საქართველოს გარდა,“ - განაცხადა გიდმა, ნინო ჯაფარიძემ.

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ 5 მაისამდე გაიხსნა. „კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 5 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები