26 ივნისი 2019,   07:02
ვრცლად
მსგავსი რამ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც არ ხდებოდა - ფადი ასლის განცხადებით, ხელისუფლება უცხოელ ინვესტორებს პრობლემებს უქმნის

საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა ბიზნესს და უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციების პროექტი ისევ გაცოცხლდა - ეს განცხადება, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა გააკეთა. ფადი ასლი საქართველოში ბიზნესზე ზეწოლის არაერთ ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, ის 20 წელია იცნობს საქართველოში არსებულ ბიზნესსგარემოს, თუმცა, მისი თქმით, უცხოელ ინვესტორებს მსგავსი პრობლემები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ შექმნიათ. 

ფადი ასლი ამბობს, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ყველა ბიზნესმენსსა და კომპანიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ან მის გარემოცვას არ ეკუთვნის. 

Related image„ერთი რამ ცხადია, საქართველოს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე ამტკიცებს, რომ ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა. ამას აღარავინ დაიჯერებს. ყველამ იცის, რომ ეს სისულელეა. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან,რ ომ ბიზნეს გარემო არ არის ისეთი, როგორსაც მთავრობა წარმოაჩენს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორებმა ინტერესი დაკარგეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უამრავ ინვესტორს შექმნა აქ პრობლემა. 20 წელია ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და არ მახსოვს,რომ მსგავსი რამ ხდებოდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი.

დღეს საქართველოში თავისუფალი მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ან მის პარტნიორებს ეკუთვნით. რომელია თავისუფალი?- TBC, ანაკლია, ფრესკო თუ ომეგა... ასეთ ორგანიზაციებს პრობლემები აქვთ. ვიდრე მთავრობა უარყოფს ასეთი ვითარების არსებობას სიტუაცია იგივე დარჩება, ხელისუფლებამ, უნდა შეწყვიტოს ზეწოლა კომპანიებზე. დღეს მთავრობას აღარავინ ენდობა და ინვესტორებისთვის ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება,“-განაცხადა ფადი ასლიმ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს. კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება საქართველოს მთავრობას, თუ დადგინდება, რომ მისი მოქმედებები ძირს უთხრის ბიზნეს ოპერაციებში ჩართულ ამერიკელებთან დადებულ ხელშეკრულებებს და მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები