19 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა კანადაში - კვებეკში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კანადის დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი დატბორვის საფრთხეა. თოვლის დნობის გამო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა.

რეგიონი დატბორვის საფრთხის წინაშეა. წყლის ძლიერი ნაკადმა შესაძლოა ჰესის კაშხალი გაანგრიოს. მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს.

რამდენიმე დასახლებაში წყალდიდობას უკვე ებრძვიან. კვებეკში სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი, 900 ოჯახი კი თავშესაფრებშია გადაყვანილი.

დღის ამბები