17 სექტემბერი 2019,   15:34
ვრცლად
ქუთაისში ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე დროებით დაიხურა - მეპატრონეებს მერიასთან სასამართლოში დავა აქვთ

ქუთაისში ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე დროებით დაიხურა. გადაწყვეტილების მიღებამდე კი კაფე „სავანეს“ მეპატრონეებმა მერიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, რადგან აცხადებდნენ, რომ მათ ობიექტის წართმევას უპირებდნენ.

მეპატრონეების თქმით, აქციის დაწყებიდან ერთ საათში კაფეში მომხმარებელი შევიდა, რომელმაც საკვები დაიწუნა და პროტესტი ყვირილით გამოხატა.

მენეჯერის განცხადებით, შემდგომი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მათ მუშაობა დროებით შეაჩერეს.

ობიექტის მეპატრონეები უფლებადამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავენ, რათა მათი უფლებები დაიცვან.  

როგორც კაფის მფლობელები ამბობენ, 2012 წელს მერიამ ცენტრალური ბაღი საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა, თუმცა კაფის შენობა რეგისტრაციისას არ მიუთითებია.  ეს მაშინ, როცა მეპატრონეების განმარტებით, ბაღში კაფე ბოლო 23 წელია მდებარეობს.

მათი განცხადებით, მერია სთავაზობს კაფის შენობის მეპატრონეებს, მათივე კუთვნილი  შენობა იჯარით აიღოს. მეპატრონეების განმარტებით, მერიის წინააღმდეგ შენობაზე დავა ბოლო ორი წელია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის საქმე სააპელაციო სასამართლოშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები