25 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
პრეზიდენტის სკანდალი - ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. 

საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტის განცხადების გაზიარებას, სადაც დონალდ ტრამპი კონკურენტს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. 

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ადმინისტრატორის გადაცდომა, თუმცა სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით არ გამოირიცხება კიბერშეტევაც

"ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტების გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც და ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათაშორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ, კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები