თურქეთში საპირველმაისო გამოსვლები აქტივისტების დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. ხალხმრავალი დემონსტრაციები ანკარასა და სტამბოლში გაიმართა.
მსვლელობის მონაწილეებმა სტამბოლში ტაქსიმის მოედანზე სცადეს შეკრება, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ ხელისუფლების განკარგულებით არ მისცა. ქალაქის მთავრობამ აქციის ორგანიზატორები წინასწარ გააფრთხილა, რომ ტაქსიმზე შეკრება ეკრძალებოდათ.
მშრომელთა მოძრაობის წარმომადგენლებისთვის ტაქსიმის მოედანი მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. სტამბოლის მთავარ მოედანზე იმ ხალხის მემორიალია, რომლებიც 1977 წელს პირველი მაისის მსვლელობის დროს დაიღუპნენ.