24 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ვიღაც მიზანმიმართულად მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - პაატა დავითაია გენერალ ჩაჩიბაიას გადადგომას ითხოვს 

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადადგომას ითხოვს. პაატა დავითაიას განცხადებით, მაშინ როდესაც ერთი დღის განმავლობაში სამხედრო ძალებს მეთაური მსგავს შეფასებებს აკეთებს, მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

საუბარია ვლადიმერ ჩაჩიბაიას სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას სამოქალაქო ომი უწოდა.

პაატა დავითაია ბოლო პერიოდის მოვლენების გათვალისწინებით აცხადებს, რომ ეს პროცესები, ისევე როგორც ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, მართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

„ნახეთ  რა ხდება ბოლო ხანებში, ჩვენ ვხედავთ გენერალ ჩაჩიბაიას განცხადებას, რომელიც ჯდება ოსურ ნარატივში. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტის განცხადებას, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არ გვჭირდება. ეს ჯდება რუსეთის ნარატივში. ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას პანკისის ხეობაში როდესაც რუსეთის ფედერაცია არაერთხელ ცდილობდა დაძაბულობა გამოეწვია და რეალურად ჩვენ თვითონ მოვაწყვეთ ეს პროვოკაცია ამ მიმართულებით და კითხვის ნიშნები ჩნდება თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ რომ თავდაცვის მინისტრი არ რეაგირებს ასეთ ქმედებებზე და არაერთი განცხადება იყო ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩაჩიბაიას განცხადება  ნამდვილად არ მიკვირს იმიტომ, რომ ცალსახად ჩანს, რომ ვიღაცა მიზანმიმართულად მოქმედებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამას არ აქვს. თუ ის რეალურად ასე ფიქრობს და გამოდის რომ ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ორჯერ გააკეთა ეს განცხადება,  მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს და მან უნდა დატოვოს თანამდებობა,“-განაცხადა პაატა დავითაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები