19 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
პარიზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - არიან დაშავებულები 

პარიზში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა -  ე.წ. ყვითელ ჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს იტალიის მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცა. სწორედ ეს მოედანი იყო ბოლო ლოკაცია დღევანდელი აქცია მსვლელობის.  მოედნისკენ მიმავალი ყველა ქუჩიდან პოლიციამ მომიტინგეების განდევნა დაიწყო. 

არიან დაშავებულები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, ასევე არიან დაშავებულები. ადგილზე ხდება დაშავებულთა დახმარება. ადამიანებს აქვთ სპეციალური ხსნარი, რომელიც ცრემლსადენი გაზის მოწამვლის საწინააღმდეგოა. 

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა გადასახადების შემცირებას და სოციალურ თანასწორობას ითხოვენ, სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

პარიზში მსვლელობა ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონით იყვნენ იყვნენ შემოსაზღვრული და ასე მიემართებოდნენ იტალიის მოედნისკენ, თუმცა გარკვეულ მომენტში მათ კორდონის გარღვევა მოახერხეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები