16 აპრილი 2024,   21:34
ვრცლად
სანდრა რულოვსმა ახალგაზრდებს ზუგდიდის განვითარების გეგმა გააცნო

ზუგდიდში, დემოკრატიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან შედგა.

რულოვსმა ახალგაზრდებს  მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა გააცნო. ასევე, მან ლაზიკის პროექტზე ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში 50 ათასზე მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის და ახალგაზრდებს გაუჩენს პერსპექტივას.

შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდებმა წუხილი გამოთქვეს  მოუწესრიგებელი გზის, ტრანსპორტის და სხვა პრობლემების გამო. ხაზი გაუსვეს  დასაქმების პრობლემასაც. მათი თქმით, უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდები ქალაქს ტოვებენ  და ზუგდიდი პენსიონერთა ქალაქად გადაიქცა.

„ჩვენ ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომლებიც ძალიან ნათლად ჩანს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ეს არის ემიგრაცია საზღვარგარეთ და ასევე, მიგრაცია თბილისში, რომ აქ განათლების საშუალება არის შეზღუდული, რომ აქ გართობის საშუალება არის მინიმალური, რომ ტრანსპორტირება საღამოს საათებში არის ურთულესი. ჩვენ ასევე იდეებზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ახალგაზრდები ჩავრთოთ სტაჟირების მეშვეობით, გაცვლითი პროგრამების მეშვეობით უნივერსიტეტები,“- განაცხადა რულოვსმა.  

 

დღის ამბები