24 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
შსს-მ დააკავა 100-ზე მეტი ადამიანი პოლიციელის შეურაცხყოფის, წინააღმდეგობის გაწევის ან თავდასხმისთვის - შს მინისტრის პასუხი გიგა ბოკერიას

„ამას რომ ანახებთ, ამ ცირკს, ესეც უნდა თქვათ, მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ“ - ეს განცხადებით, შს მინისტრმა გიგა ბოკერიას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიდეოკოლაჟი წარადგინა, სადაც ბოლო პერიოდში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტი იყო ასახული. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ოპონენტებსა თუ პოლიციელებზე მომხდარი ინციდენტების დროს დამნაშავეები არ არიან დასჯილები.

გიორგი გახარიას თქმით, 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 400 ადამიანი პასუხისგებაში მისცა, ასევე სამართლის პასუხისგებაში მისცა 100-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც პოლიციელის შეურაცხყოფის, წინააღმდეგობის გაწევის ან თავდასხმისთვის არის ბრალდებული. 

„18 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა 400 ადამიანი. მაშინ, როდესაც, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა და დააკავა 100-ზე მეტი ადამიანი პოლიციელის შეურაცხყოფის, წინააღმდეგობის გაწევის ან თავდასხმისთვის. ახლა შეხედეთ ბატონო გიგა, თქვენ პოზიტიური დღის წესრიგი ქვეყნის თუ გაინტერესებთ, ამას რომ ანახებთ ამ ცირკს, ესეც უნდა თქვათ, მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ“-  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები