23 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
სროლა სოფელ ყანდაურაში - ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა 

76 წლის ელზა ტაველიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოფელ ყანდაურაში მეუღლემ დაჭრა, უკიდურესად მძიმეა.

76 წლის, ელზა ტაველიშვილი, რომელიც სოფელ ყანდაურაში მეუღლემ დაჭრა, საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. ის მკურნალობას შპს "ტრამვატოლოგში" გადის.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის განყოფილების გამგემ აღნიშნა, რომ პაციენტი კომაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში და თბილისში გადმოყვანამდე ელზა ტაველიშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად დამძიმება,“ - განაცხადა ევგენი ნიკოლაიშვილმა.

85 წლის მამაკაცმა რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს.  მან შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია მისი ლოგინად ჩავარდნილი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასტიკი მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები