20 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას - გომელაური  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, გასული წლის ანგარიში და მისი ძირითადი მიმართულებები წარადგინა. სუს-ის ხელმძღვანელი გამოწვევებს შორის ჰიბრიდულ ომს და ყალბ ახალ ამბებს ასახელებს.  გარდა ამისა, გამოწვევებს შორისაა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან. 

ვახტანგ გომელაურის თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზნით, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ.

„ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები მიზნად ისახავდნენ, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას, მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჩვენი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს იმიჯის შელახვას და სხვა. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მათი მხრიდან ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედია-საშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. პერმანენტულად მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანიების წარმოება, რომლის ფარგლებშიც ყალბი ახალი ამბებითა და ფაქტების დამახინჯებით ხდებოდა მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება“,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები