25 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 102-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი არც ერთი კანონმდებელი არ ყოფილა.

რეგულაციების მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ერთი წლის განმავლობაში ქცევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება ან გამასწორებელი სამუშაო ერთ თვემდე ვადით.

არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.

დღის ამბები