18 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ვერეს ხეობაში კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

ვერეს ხეობაში კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით წმენდა წლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს. სამუშაოებს დედაქალაქის მერიც ესწრებოდა.

„როდესაც უბედური შემთხვევა, სტიქია მოხდა 13 ივნისს, მას შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც ხეობას დაკვირვებას უწევდა და მონიტორინგი გააკეთა, დაგვავალდებულეს, რომ გაკეთებულიყო ე.წ. წყაურები, რომელიც არის ნატანდამჭერი და შესაბამისად, ეს პროექტი განხორციელდა. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი იცის ხოლმე და შესაბამისად, უნდა ვიყოთ ყველანაირად გამზადებულები, რომ რაიმე პრობლემები არ შეიქმნას ამ მიმართულებით,“- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები