17 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
50 ათასი ლარი facebook-ზე სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის სასურველი პოსტების დასაწერად - რატომ მალავენ ინფორმაციას უწყებები

წულუკიანის დაქვემდებარებაში არსებული უწყებები შავ სიაში მოხვდნენ - „ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა“ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას მალავს და საქართველოს მთავრობაში ყველაზე დახრული სამინისტროა.

IDFI-მ იუსტიციის სამინისტროს ჯილდოდ ჩაკეტილი ბოქლომი გადასცა. კრიტიკის ადრესატი IDFI-ის კვლევას წერილობით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყების ხარჯების შესახებ ინფორმაციები სამინისტროს ვებგვერდზე დევს.

იმ საჯარო დაწესებულებების შავ სიას, რომელიც უარს ამბობს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს სამოქალაქო სექტორს, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა და რამდენიმე მუნიციპალიტეტი აგრძელებს. საუბარია პრემიებზე, საწვავისა და რესტორნების ხარჯებზე, რის დასაბუთებაც უწყებებს არ სურთ.

სახელმწიფო უწყებების მიერ ხარჯების დამალვასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი აქვს „მედიის განვითარების ფონდს.“ ორგანიზაციამ მაშინდელი სასჯელაღსრულების სამინსიტროდან მოიპოვა ხელშეკრულება, საიდანაც ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანია "კლიპარტი" PR-ისა და საზოგადოების ინფორმირებისათვის დაიქირავეს და 50 ათასი ლარიც გადაუხადეს. ამ თანხის სანაცვლოდ „კლიპარტი“ იღებდა ვალდებულებას, რომ 10 ადამიანის სახელით Facebook-ში სამინისტროსთვის სასურველ კომენტარებს დაწერდა.

მედია სააგენტოში კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ეს მომსახურება სამინისტროსთვის არ გაუწევიათ და მხოლოდ შეთავაზებულ პირობებშია მითითებული.

უწყებები, რომლებმაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ ითანამშრომლეს დღეს დააჯილდოვეს, მათ შორისაა სახალხო დამცველის აპარატი, აუდიტის სამსახური, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

დღის ამბები