19 აპრილი 2024,   11:57
ვრცლად
მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას დავით გარეჯში, საპატრიარქოს საგანგებო განცხადება და თეოლოგების კრიტიკა მოჰყვა

მეუფე იობის სკანდალური ქადაგება დავით გარეჯში - ხელისუფლებამაც და საპატრიარქომაც გაიხსენეს კომისია, რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია ევალება. პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ კომისიას დიდი ხანია, არ უმუშავია და ფუნქციონირებას მალე განაახლებს, მაგრამ საპატრიარქოში განსხვავებული მოლოდინი აქვთ.

წმინდა სინოდის გავლენიანმა მღვდელმთავარმა, მეუფე იაკობმა „კურიერს“უთხრა, რომ ხელისუფლებას ბოლომდე არ ენდობა და ამიტომ კომისია საპატრიარქოსთან ერთად უნდა დამტკიცდეს. თუ ხელისუფლება ამ საკითხს ეკლესიასთან არ შეათანხმებს, ეპისკოპოსი იმუქრება, რომ საჯაროდ ამხელს კომისიის ყველა იმ წევრს, ვინც, საპატრიარქოს აზრით, საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს.

უკვე მეორე დღეა საპატრიარქო და მღვდელმთავრები ცდილობენ, გამოსავალი მოძებნონ და მეუფე იობის ხმაურიანის სიტყვები გააბათილონ. გუშინ წმინდა სინოდის წევრმა დავით გარეჯში ქადაგების დროს სისხლისღვრა დაანონსა. ურბნელ ეპისკოპოსს წმინდა სინოდის წევრების ნაწილი გაემიჯნა.

მეუფე იობის ქადაგების ერთი ნაწილი მუსლიმ მრევლსაც უკავშირდებოდა, მათი რელიგიის მიმართ უმწვავესი შეფასების მიუხედავად, სრულიად საქართველოს შეიხი საკუთარ განცხადებაში თავშეკავებული იყო. რამინ იგიდოვმა წყენა ვერ დამალა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მეუფე იობის სიტყვა მისი პირადი ნააზრევი იყო და არა სახელმწიფოს პოზიცია.

ქსენოფობიური, პროვოკაციული და შემაშფოთებელი - ეს არის სიტყვები, რომლითაც თეოლოგები მეუფე იობის იმ ქადაგებას აფასებდნენ, სადაც მღვდელმთავარმა თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

ამავე თემაზე
დღის ამბები