24 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაბარებას მიუნხენში სოციალურ ქსელში განხორციელებულ ლაივჩართვას უკავშირებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებას მიუნხენში სოციალურ ქსელში განხორციელებულ ლაივჩართვას უკავშირებს. 

როგორც მან კურიერთან საუბრისას აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა ემიგრანტთა ჯგუფთან ერთად სახლში, რათა მათ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში საერთაშორისო უფლებადამცველებს გააცნონ და არ გამოირიცხება, რომ ის საფრანგეთშიც გაემგზავროს.

მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მისი მისამართით ყველა ბინძური მეთოდია გამოყენებული.

რაც შეეხება დაკითხვაზე მისვლას, მას ადვოკატებმა ურჩიეს, რომ გამოცხადდეს, რის შესაძლებლობა მხოლოდ სამშაბათს არის. თუმცა, ჯერ საბოლოო პოზიციაზე არ შეჯერებულან.

სუს-მა მაჩალიკაშვილი დღეს დილით, 12 საათისთვის, მის ძმისშვილთან ერთად დაიბარა. თუმცა, იგი უწყებაში არ გამოცხადდა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები