19 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
შშმ ბავშვებს მერია საზაფხულო დასასვენებლ ვაუჩერებს გადასცემს

მშობლების პროტესტის შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ბავშვს მერია საზაფხულო დასასვენებლ ვაუჩერებს გადასცემს.

ეს გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც სპეციალური შესაძლებლობების მქონე სტატუსის ბავშვებისთვის გადასაცემი ვაუჩერების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა.

„ჩემი შვილი ვერ მოხვდა იმ ათას ბავშვში, რომელმაც პირველმა შეიტანა განცხადება. 17 მარტამდე მოხდა ამ განცხადებების შეტანა. 17 მარტის შემდეგ ვისაც გქონდა შეტანილი, ის ბავშვები ვერ დაკმაყოფილდნენ. რომ ვკითხე, თუ რა იყო ამის მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ მე ვადებში შევიტანე, პასუხი იყო, რომ დიდი მომართვიანობაა წელს, რადგან ამ პრობლემის შესახებ ცნობადობა გაიზარდა. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ბიუჯეტი და ვერ დაგაკმაყოფილებთ,“ - განაცხადა მარი კორკოტაძემ.

საბოლოოდ, მერია 700 ლარიან ვაუჩერს გადასცემს ყველა არასრულწლოვანს, რომელიც მშობელმა 15 აპრილამდე დაარეგისტრირა.

 

დღის ამბები