ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები მიიტანა. ქვეყნის არმიამ ჰამასისა და მისი მოკავშირე დაჯგუფების პოზიციები ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევის საპასუხოდ დაბომბეს.
გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორიდან 150-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. დაშავდა ორი ადამიანი, ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად კი 1 პალესტინელი დაიღუპა, 4 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავიაციის გარდა, ისრაელის არმიამ 30-ზე მეტი სამიზნის გასანადგურებლად მძიმე ტექნიკაც გამოიყენა.