17 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
"უკვე გაუსაძლისია ყველაფერი" - მეორე ნავთლუღის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებენ 

მოუწესრიგებელი გზა, კანალიზაცია, წყალი - მეორე ნავთლუღის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები უგზოობასა და უწყლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ხელისუფლებას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. შეკრებილების მტკიცებით, ამ დრომდე, მოუგვარებელია დასახლებაში კანალიზაციის სისტემა, არ კეთდება გზაც.

„ვცხოვრობთ ძალიან საშინელ მდგომარეობაში, საშინელი სუნია, უკვე გაუსაძლისია ყველაფერი. არ ვიცი როგორ მოვიქცეთ, დახმარებას ვითხოვთ“ - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

დღის ამბები