16 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
შვილის, რძლის და ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილის, რძლის და ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა, გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ, არ გაითვალისწინა.  

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის საქმეში სავარაუდოდ, ორი იარაღია გამოყენებული, ე.წ. გეკოს ტიპის და ავტომატური იარაღი, გარდა ამის, გამყრელიძის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.

შემთხვევა სოფელ ყანდაურაში ორი დღის წინ მოხდა. ომარ გამყრელიძემ ოთხი ადამიანი მოკლა, საკუთარი ცოლი კი დაჭრა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. მან სასამართლო პროცესის დასაწყისში მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, მაგრამ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა მასზე იძალადეს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს ჩაინიშნა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები