25 აპრილი 2024,   19:26
ვრცლად
აგრესორია ყველა, რუსეთის გარდა - რუსული ნარატივი პრეზიდენტისა და სამხედრო ძალების მეთაურის სკანდალურ განცხადებებში

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომელსაც მალევე სამხედრო ძალების მეთაურის არანაკლებ სკანდალური განცხადებები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ბაზების საქართველოში განთავსებას "რუსეთთან ურთიერთობაში სარისკო და პროვოკაციული" უწოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საზოგადოებას მოუწოდეს, რომ პრეზიდენტის განცხადებები პარტიასთან არ გააიგივონ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, ქვეყნის მთავარმა სამხედრომ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსულ აგრესიას სამოქალაქო ომი უწოდა.

პოლიტიკურ ჯგუფებში ამ განცხადებებს რუსული ნარატივი უწოდეს. იმ ნაწილმა კი რომელიც რუსეთის აგრესიის აღიარებას ღიად გაურბის, სულ უფრო მოუხშირეს საუბარს მეზობელი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე. სხვადასხვა ჯგუფების მიერ ნახსენები იყო აზერბაიჯანი, თურქეთი, თუმცა არა რუსეთი.

რუსეთის გარდა, ყველა სხვა მეზობელს, თუკი ფლობს ისტორიულად ქართულ მიწებს, ამაზე 1991 წლიდან აქვს თავად ქართული სახელმწიფოს თანხმობაც, რომელმაც საკუთარი საზღვრები საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიით შემოფარგლა. ამ საზღვრებით გვცნობს გაერო და ყველა მეგობარი. ყველა, გარდა რუსეთის, ნიკარაგუასი და "პატრიოტთა ალიანსისა." ზუსტად ამავე დღეებში „დაემთხვა" ალიანსის ყრილობაც და  ისიც, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყნის დაუცველობით არის უკმაყოფილო და უკლებლივ ყველა მეზობლისგან ტერიტორიების დასაბრუნებლად იბრძვის, იმავდროულად თავდაცვითი ხარჯების შემცირებასა და ნატო-ზე უარის თქმას ითხოვს.

დღის ამბები