19 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
გაუკონტროლებელი სისხლი - სისხლის ბანკები საქართველოში, რომლებსაც სახელმწიფო არ ამოწმებს 

სისხლის ბანკები საქართველოში, რომლებსაც სახელმწიფო არ აკონტროლებს. საქართველოში სისხლის 22 ბანკია. ამ 22-დან 16 ბანკში ჩაბარებული სისხლის ნიმუშებს პერიოდულად, ჯანდაცვის სამინისტროც დამატებით სინჯავს სხვა ლაბორატორიაში, მაგრამ დანარჩენი ხუთის სისხლს სახელმწიფო არ აკონტროლებს.

სხვებისგან განსხვავებით, ეს ხუთი ბანკი მცირეა. ისინი სახელმწიფოსგან დაწესებულ ბარიერს ვერ ლახავენ და წელიწადში 1700 დონორზე მეტი არ ჰყავთ. კანონები ისეა დაწერილი, რომ პატარა სისხლის ბანკებში სისხლს სახელმწიფო არ ამოწმებს.

პატარა სისხლის ბანკებში, სახელმწიფო მხოლოდ დოკუმენტებს და ლიცენზიით მოთხოვნილ სხვა პარამეტრებს ამოწმებს, მაგრამ არ ამოწმებს სისხლს, რომელიც პაციენტის ძარღვებში უნდა მოხვდეს. ყველა პატარა ბანკში ირწმუნებიან, რომ დონორების მიერ ჩაბარებულ მასალას თავად კარგად ამოწმებენ. 

2018 წლის ივნისში, საქართველოში ევროპელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, ოთხი დიდი სისხლის ბანკი შეამოწმეს და შენიშვნებში ჩაწერეს, რომ სისხლის გადასხმის ბანკებში არ ხორციელდება რეგულარული ინსპექცია და კონტროლი. 

P.S. სისხლის ბანკებით "სტუდია მონიტორის" მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ დაინტერესდა, სადაც მოთხრობილიყო ისტორია იმ პაციენტისა, რომელიც ახლა სასამართლოში ჩივის და ამტკიცებს, რომ ოპერაციის დროს სისხლის გადასხმის შემდეგ, შიდსით, ჰეპატიტით და სიფილისით ერთდროულად დაინფიცირდა.

 

 

დღის ამბები