მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ 11:00 საათისთვის არის დაბარებული, თუმცა ის ძალოვან უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. მაჩლიკაშვილის თქმით, რამადანის პერიოდში მისთვის განსაკუთრებით მძიმე დღეებია და გამოკითხვის გადადების მოთხოვნით სუს-ს მისმა ადვოკატმაც მიმართა, რაზეც მათ უარი მიიღეს.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, თუ სუს-ს მისი გამოკითხვა უნდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თავად უნდა მივიდნენ პარლამენტთან და ძალის გამოყენებით მოუწევთ მისი წაყვანა.
მაჩალიკაშვილის გამოკითხვა ერთ-ერთ აქციაზე თავის აფეთქებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე იგეგმება.
„მე ვუთხარი, ჩემს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, იმიტომ რომ არ ვაპირებ რამადანის თვეში იქ მისვლას. იმიტომ რომ არც არის ჩემი იქ მისვლა საჭიროა. აგერ ვარ, გამოიყენონ ძალა და წამიყვანონ.
ჩემი ნებით მე მოდულში არ გამოცხადდები, მე გამოვცხადდი ხუთჯერ. მეხუთედ რომ მივედი ვუთხარი, აქ მომსვლელი აღარ ვართქო, მეხუთედ დამკითხეს ათი საათი,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.