26 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
„მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ხონის მუნიციპალიტეტში“ - მამუკა ბახტაძე ხონში სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ხონში გამართულ სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ ხონი წარმატებულ ქალაქად იქცევა და ტურისტების სიმრავლით ცნობილი გახდება.

ადგილობრივებმა მამუკა ბახტაძეს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება უბოძეს.

„ხონელები აღნიშნავენ თავიანთი ქალაქის დღეს. მსურს ყველა ხონელს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ხონის მუნიციპალიტეტში. ჩვენ გავაფართოვეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ამასთან ერთად იგეგმება სხვა პროექტები, როგორიც არის  სკოლების რეაბილიტაცია, უახლოეს თვეებში გაიხსნება პროფესიული გადამზადების ცენტრი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ პროფესიულ სასწავლებლებს,“- აღნიშნა ბახტაძემ.

დღის ამბები