19 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანი რაღაც კეთროვანივით გამოვარჩიოთ იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს მუშაობდა, არ მგონია სწორი - სოფო კილაძე

შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკის, შენგელი ფიცხელაურის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნაში პრობლემას მმართველ გუნდში ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ შენგელი ფიცხელაური გამოცდილი კადრია.

ოპოზიციის მხრიდან ფიცხელაურის კანდიდატურის კრიტიკა სრულიად მიუღებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძისთვის.  

„ძალიან მიუღებელი ფორმები მიიღო ადამიანების დაყოფამ რაღაც ნიშნის მიხედვით და ყველა, მათ შორის, საბჭოთა დროს, ჩვენზე უფროსი თაობის წარმომადგენლები, მათ შორის, შევარდნაძის, სააკაშვილის პერიოდში, ყველა სადღაც მუშაობდა და საქმიანობდა. იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანი რაღაც კეთროვანივით გამოვარჩიოთ იმიტომ, რომ შევარდნაძის დროს მუშაობდა, არ მგონია სწორი. ალბათ, უფრო მეტად უნდა ვიმსჯელოთ კონკრეტული ადამიანის კვალიფიკაციაზე, პიროვნულ მახასიათებლებზე,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული პოზიცია აქვს ოპოზიციას, რომლისთვისაც КГБ-ს ​ ყოფილი მაღალჩინოსნის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

შევარდნაძის მმართველობის ჩინოვნიკი, შენგელი ფიცხელაური, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში „ოცნების“ ხელისუფლებაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი გახდება, ადასტურებს რომ ივანიშვილის ოჯახის ახლობელია.

"კურიერის" ინფორმაციით, სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური ინიშნება. ის უშიშროების სამსახურში, საგამოძიებო მიმართულებას 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. ფიცხელაურმა საზოგადოებას თავი "რუსთავი2"-ს წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიებით და სპეცოპერაციებით დაამახსოვრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები