25 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
"კომედი არხი" მაუწყებლობას დაუბრუნდა

"კომედი არხი" მაუწყებლობას დაუბრუნდა - მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, მაყურებელს კვლავაც ეძლევა საყვარელ პერსონაჟებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„კომედი არხის“ დაბრუნების მთავარი მიზეზი მაყურებელთა დიდი თხოვნა იყო. არხი 5 თვის განმავლობაში არ მაუწყებლობს და და ამ პერიოდის განმავლობაში, ტელევიზიაში ასობით წერილი შედიოდა, არხის მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ჩვენს facebook-ზე დაახლოებით 20 ათას წერილამდე იყო, რომ ხალხი ითხოვდა, რატომ გაითიშა კომედი არხი. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ ახლა, რომ ისევ შევსულიყავით ეთერში, იმიტომ რომ მაყურებლის ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ არხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის არხი, სადაც ადამიანები ყველაზე კარგად განიტვირთებიან ხოლმე“ - აცხადებს „ვანოს შოუს“ წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი. 

დღის ამბები