20 აპრილი 2024,   04:31
ვრცლად
ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ქმრის მხრიდან - სამი შვილის დედა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კომატოზურ მდგომარეობაშია 

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მეუღლესთან კონფლიქტის გამო თვითმკვლელობა სცადა - 25 წლის რიტა შაკაიაზე ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა. დაზარალებულის ახლობლები ყვებიან, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების გარდა, ქმარი მასზე სექსუალურადაც ძალადობდა, მეუღლეს კი ემუქრებოდა, რომ თუ ოჯახური კონფლიქტის ამბავს გაასაჯაროვებდა, მოკლავდა. 

პირუტყვის სადგომში თოკზე ჩამოკიდებულ 25 წლის ახალგაზრდას მამამ მიუსწრო. თვითმკვლელობის მცდელობაზე მას შემდეგ გაიგო, რაც ძალადობის მსხვერპლმა გამოსამშვიდობებელი SMS საკუთარ ბიძაშვილს მისწერა. 

ირკვევა, რომ ახალგაზრდა გოგოზე ქმრის გარდა, მამამთილიც ძალადობდა, ფიზიკურად არა, თუმცა რიტა შაკაია ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ახლობლების თქმით, სამი არასრულწლოვნის დედა მეუღლის ოჯახში შეურაცხყოფას 8 წლის განმავლობაში იტანდა, ბოლოს კი 30 აპრილს მან თვითმკვლელობა სცადა.

ძალადობის ყოველგვარ ფაქტს უარყოფენ ჯიმი ცუზბაიას ოჯახის წევრები, ისინი ამტკიცებენ, რომ 8 წლის განმავლობაში, რიტა შაკაია უპრობლემოდ ცხოვრობდა, მისი სახლიდან წასვლის მიზეზი კი მათთვის უცნობია. რძალთან კონფლიქტის ფაქტს უარყოფს მამამთილიც.

25 წლის რიტა შაკაია უკვე 1 კვირაა სიკვდილს ებრძვის, ის კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციაშია მოთავსებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, პოლიციამ ჯერ მხოლოდ მოძალადე ქმარი დააკავა.

ავტორი: ემა გოგოხია. 

 

დღის ამბები