20 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
„უნდათ, რომ მამაჩემი ბოლომდე გაანადგურონ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი

„უნდათ, რომ მამაჩემი ბოლომდე გაანადგურონ“ - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.  

ნატა მაჩალიკაშვილის შეფასებით, სუს-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი  ფაბრიკაციაა. 

"აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა. სასაცილოები არინ, რა ვთქვა, ისიც არ ვიცი. მათ უნდათ, რომ მამაჩემი ბოლომდე გაანადგურონ და თემირლანი, როგორც თვითონ ამტკიცებენ, ტერორისტად შერაცხონ. მამაჩემი ვინმეს მოკვლას რატომ დაგეგმავდა, მაშინ ამდენ ხანს ქუჩაში კი აღარ იდგებოდა და სამართალს მოითხოვდა. მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა სუს-მა და ახლა ამ ხერხს მიმართა,“ - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. სუს-ის მტკიცებით, აუდიო ჩანაწერში, რომელიც ქისტურ ენაზეა, ვახა მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს - ჰუსეინ მაჩალიკაშვილს, ესაუბრება.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები