25 აპრილი 2024,   14:36
ვრცლად
"უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რა იქნება, თუკი "რუსთავი2" არ გავა ეთერში, რამდენ ინფორმაციას ვერ გაიგებენ" - ეკა გიგაური

რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას არჩევანის ეთერში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური, ეხმაურება.

გიგაური ამბობს, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია და მის წინააღმდეგ მიმდებარე ბრძოლა საერთაშორის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ეკა გიგაური მედიაგარემოზე საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში პრობლემებმა კიდევ უფრო მეტად იჩინა თავი და ამის მაგალითად იმედიდან პროდიუსერის გამოშვებას და აჭარის ტელეკომპანიის დირექტორის გადაყენებას ასახელებს.

„ამიტომ ვიცავთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დემოკრატიასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. იმიტომ, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ზუსტად გადის ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ და ჩვენს მოქალაქეებს ვკითხოთ, რა იქნება, თუკი რუსთავი2 არ გავა ეთერში, რამდენ ინფორმაციას კონკრეტული მაღალჩინოსნების ხელფასებთან და პრემიებთან დაკავშირებით ისინი ვერ გაიგებენ, მათ ჩართულობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში, სხვადასხვა გამოძიებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც მაღალჩინოსნები ერევიან გამოძიებაში და ა.შ,“ - განაცხადა გიგაურმა.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის, მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები