19 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
"თუ ცოტა დიდ სურათს შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ ინსტიტუტების დასუსტების და მდგრადობის მოშლას ამ ქვეყანაში" - მიხეილ ბენიძე

„თუ ცოტა დიდ სურათს შევხედავთ, ჩვენ ვხედავთ ინსტიტუტების დასუსტების და მდგრადობის მოშლას ამ ქვეყანაში,“ - ეს განცხადება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ, არჩევანის ეთერში საუბრისას გააკეთა.

ბენიძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მედიის გარდა, სასამართლო სისტემაშიც ძალიან დიდი პრობლემები არსებობს.

„ჩვენი ერთადერთი ხსნა და გამოსავალი ასეთი სიტუაციიდან არის დემოკრატიული პროცესი და სწორედ ამ ინსტიტუტების გაძლიერება და მხარდაჭერა. შეიძლება, იქ რაღაც ყოველთვის არ მოგვწონდეს, მაგრამ მთავარი უნდა იყოს, რომ ინსტიტუტებს არ შეექმნას საფრთხე,“ - განაცხადა ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე მედიის წინააღმდეგ მორიგ შეტევას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს, თუმცა, ამბობს, რომ "ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არ შეიძლება, ნებისმიერ ნაჯიბზე და ყველა ნაბიჯზე წასვლა".

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის, მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები