18 აპრილი 2024,   09:35
ვრცლად
"ბრძოლის ხაზი გადის აქ და ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა" - მანანა ნაჭყებია "რუსთავი2"-ზე შეტევას ეხმაურება

„უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლის ხაზი გადის აქ და ეს არის გადამწყვეტი და უკანასკნელი ბრძოლა დემოკრატიისთვის და ზოგადად ჩენი ქვეყნის არსებობისთვის,“ - ეს განცხადება ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ, გადაცემა არჩევანში ბიძინა ივანიშვილის მისამართით გააკეთა.

ის რუსთავი2-ის წინააღმდეგ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა.

მან ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს რუსთავი2 ხელს უშლის თავისი ინტერესების განხორციელებაში.

ნაჭყებიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფო არ იარსებებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველო რუსეთისკენ წაიყვანოს, რაშიც მათ იციან, რომ რუსთავი2 ხელს შეუშლის.

„აქ იკვეთება არა მარტო მისი პირადი და პირველი სიძულვილი რუსთავი2-ის მიმართ, თქვენ მათ მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევთ, არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უზარმაზარი ფული გადავიხადე იმაში, რომ საქართველო ხელში ჩამეგდო, ამით ტკბობის საშუალებას არ აძლევს რუსთავი2. ფული გადაიხადა ამ ყველაფერში და უნდა დამტკბარიყო, აქეთ თაბორის გორასთვის ფეხი უნდა ეკრა, აქეთ პანორამა სიმახინჯე ჩაედგა თბილისში ისე, რომ არავის ხმა არ ამოეღო და ამ დროს ეს რუსთავი2 მოუთვინიერებელია, რომელიც ამაში ხელს უშლის. ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ განსაკუთრებით რუსთავი2 იქნება ის ტელევიზია, რომელიც ყველაზე ხმამაღლა იყვირებს და ქართველ ხალხს ეტყვის, საით მიდიხართ ხალხო, ჩვენ ხომ 72 წელი, მანამდეც გამოვცადეთ, რა არის რუსეთი და რუსეთთან ერთად ყოფნა, რუსეთი თუ ჩაგვიხუტებს ერთადერთი იმ მიზნით, რომ დაგვახრჩოს,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები