19 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
"რუსთავი2"-მა გაცილებით უფრო ძლიერ ივანიშვილს ბრძოლა მოუგო და აუცილებლად ამ ბრძოლასაც მოუგებს ჩვენთან ერთად" - ნინო გოგუაძე

„ეს ბრძოლა არ დაწყებულა არც დღეს, არც 2015 წელს. 2013 წელს დაიწყო, ძალიან კარგად ვიცი,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ, გააკეთა.

სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ ბრძოლასთან დაკავშრებით საუბრისას გოგუაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში არაერთი კანონი სწორედ რუსთავი2-თან მიმართებით იყო მიღებული.

 „ეს ბრძოლა არ დაწყებულა არც დღეს, არც 2015 წელს, 2013 წელს დაიწყო, ძალიან კარგად ვიცი. ეს, ალბათ, მანამდე მზადდებოდა და ნელ-ნელა შემოდიოდა, შემოდიოდა კანონი სოციალური რეკლამის შესახებ, რომელიც იყო მიმართული რუსთავი2-ის წინააღმდეგ, შემოდიოდა კანონი რეკლამის შესახებ, რომელიც იყო ასევე რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმართული. დიახ, რუსთავი2 არის სიტყვის დამოუკიდებლობის გარანტი იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია,“ - განაცხადა გოგუაძემ.

მედიაგარემოზე საუბრისას არჩევანის ეთერში ნინო გოგუაძემ გაიხსენა ბოლო დროის მოვლენები, როდესაც არტარეას ობიექტურობის ხარისხი, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის, მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა დაიწუნა.

„ის ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, საერთოდ, კატეგორიულად და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვერ იტანს, კატეგორიულად ვერ იტანს განსხვავებულ აზრს,“ - ამბობს გოგუაძე.

გოგუაძე დარწმუნებულია, რომ რუსთავი2 ამ ბრძოლასაც მოიგებს.

"საბედნიეროდ, რუსთავი2-მა გაცილებით უფრო ძლიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ჰქონდა გაცილებით უფრო დიდი მხარდაჭერა ხალხის, ეს ბრძოლა მოუგო და აუცილებლად ამ ბრძოლასაც მოუგებს რუსთავი2, ჩვენთან ერთად," - განაცხადა გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები