19 აპრილი 2024,   07:43
ვრცლად
"ზუსტად ვიცით, რომ მთავრობას არ აინტერესებს საერთოდ, ვინ რას ლაპარაკობს მასზე" - ლევან ღამბაშიძე

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ შეტევას ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე არჩევანის ეთერში ეხმაურება.

ღამბაშიძე რუსთავი2-ს მხარდაჭერას უცხადებს, რადგან მედიის წინააღმდეგ ბრძოლა მისთვის მიუღებელია.

„ზუსტად იცის მთავრობამ, არასამთავრობოებს არ მოსწონთ, უცხოელებსაც არ მოსწონთ, მგონი, ოჯახშიც აღარ მოსწონთ, ისეთი სიტუაცია არის, დიდი ალბათობით. ზუსტად ვიცით, რომ მთავრობას არ აინტერესებს საერთოდ, ვინ რას ლაპარაკობს მასზე და ეს ბუნებრივიც არის იმიტომ, რომ რაღაცნაირი იმუნიტეტი აქვს ქართულ ოცნებას, რაც არსებობს ეს პარტია. ასე არის, რომ რაც არ უნდა თქვა, ძალიან კარგად იცილებს ხოლმე და ყველაზე სულელურ ამბავს გარდაქმნის თავის სიძლიერედ,“ - განაცხადა ღამბაშიძემ.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის. მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

დღის ამბები