25 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
მოსახლეობის ევაკუაცია გურამიშვილის გამზირზე - მშენებარე კორპუსის სიახლოვეს მიწა ჩამოიშალა

მოსახლეობის ევაკუაცია თბილისში, გურამიშვილის გამზირზე -  საცხოვრებელი კორპუსიდან, მოსახლეობის გამოყვანა მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა ჩამოიშალა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, "რუსთავი2"-ს განუცხადეს, ჩამოშლილია დაახლოებით 5 კუბური მეტრი მიწა.

ადგილობრივების ინფორმაციით მიზეზი, კორპუსის მშენებლობა გახდა, რომელსაც მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისთვის ევაკუირებულია, ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები იმყოფებიან.

დღის ამბები