18 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან მუხლებზე დაცემულიც ვიბრძოლებ - მაჩალიკაშვილის პასუხი სუს-ს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მზად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდეს. მან პოზიცია ცოტა ხნის წინ შეცვალა.

როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, მან არ იცოდა, რომ სუს-ი მის დაკითხვას ტერორისტული აქტის დაგეგმვასთან დაკავშირებით აპირებდა. მაჩალიკაშვილი იმასაც ამბობს, რომ მას შურისძიების სურვილი გასჩენია, თუმცა ამ აზრების განხორციელებაზე არასოდეს უფიქრია, რადგან ის ქვეყნასა და კანონს პატივს სცემს. 

„იმათ უნდათ ამოაგდონ  სადმე რაღაცა, რომ მე ან შევისყიდე იარაღი, ან მე მივიტანე იარაღი, ან მქონია რამე კავშირი, ამის შემდეგ შეიძლება დამაბრალონ რაღაც ტერაქტთან დაკავშირებით რამე, იქ ყველა ადამიანი, ვინც ზის თემირლანის სისხლში აქვს ხელი გარეული. საქართველოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ერთი წუთით წარმოიდგინოს თავი ჩემს ადგილზე.  ამიტომ არ მივდივარ, მაგრამ რომ მცოდნოდა ამ საკითხს ეხება წავიდოდი, ახლა ნებისმიერ დროს წავალ.

"ერთი წელი იმაზე მუშაობენ, როგორ გავანადგუროთ ბატონი ვახა, როგორ გამოვამწყვდიოთ ციხეში, მე მომივიდა ეს აზრი, ბევრჯერ მომდის, მაგრამ მე ამას ისევ ვკლავ ჩემში,  იმ ძალას ვნახულობ ჩემში, იმიტომ რომ საქარ​თველოს მოსახლეობის თანადგომას ვგრძნობ. მე ამაზე არ ვარ წამსვლელი. მაგრამ მე ვაინახი, ჩეჩენი ქისტი კაცი ვარ, მე მომიკლეს შვილი სახლში, თვალწინ მომიკლეს შვილი,  ერთადერთი ვაჟი, მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს და მაინც ვაკეთებ, რომ კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანი.

"მე ციხის არ მეშინია, მე ციხიდან ვიბრძოლებ, ერთი კვირის წინ ვთქვი, რომ მუხლებზე დაცემული ვიბრძოლებ მეთქი, დამიჭირონ, თუ ვარ დამნაშავე დამიჭირონ აქა ვარ,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

დღის ამბები