24 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ტენდენცია გახდა ახლა მშენებლობების გაპროტესტება,თუმცა ამ ადამიანებისაც მესმის - კალაძე გურამიშვილზე მიწის ჩამოშლას ეხმაურება

ტენდენცია გახდა ახლა მშენებლობების გაპროტესტება, თუმცა ამ ადამიანებისაც მესმის - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, თბილისში გურამიშვილის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის სიახლოვეს მიწის ჩამოშლას.

შემთხვევა ღამით მოხდა, რის შემდეგაც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. კახა კალაძის განცხადებით, მერიის სამსახურები ჩართული არიან და უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებული იქნება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის ჩამოშლა ახალი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია, დედაქალაქის მერიც ფიქრობს, რომ „რაღაც შეცდომა“ იქნებოდა, თუმცა მისი აზრით, საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდრდა აზრი, რომ ყველა ახალი მშენებლობა უკანონოა.

„ჩვენი სამსახურები ჩართული იქნება და უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული. ტენდენცია გახდა ახლა მშენებლობების გაჩერება, თუმცა ამ ადამიანებისაც მესმის, იმდენი არასწორი მშენებლობაა ქალაქში განხორციელებული და ხდებოდა წლების განმავლობაში, ადამიანებს როცა იწყება მშენებლობა აქვთ განცდა რომ რაღაც არასწორია, იქ არ უნდა იწყებოდეს და ა.შ. რაღაც შეცდომა იყო ალბათ,“-ამბობს კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები