25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს - "კურიერმა" ევროკავშირის მკაცრი წერილი მოიპოვა

ხმების ყიდვის პრაქტიკა უნდა აიკრძალოს და ეს კანონმა უნდა განსაზღვროს, - ეს არის ფრაგმენტი საიდუმლო წერილიდან, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა. წერილის ავტორები ევროკავშირის ელჩები არიან, ადრესატი კი საქართველოს მთავრობა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ მოთხოვნებს უყენებს. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის პარტიისთვის, სხვადსხვა მაქინაციებით წინასაარჩევნოდ, რეკორდული ფულადი შემოწირულობების ჩარიცხვაზე. წერილში პირდაპირ წერია, რომ უნდა შეიცვალოს კანონი ისე, რომ მმართველმა გუნდმა ვეღარ მოახერხოს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, პედაგოგებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე ზეწოლა. ბრიუსელი თბილისისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ კანონის გამკაცრების გზით შეუძლებელი გახდეს, ამომრჩევლის დაშინება და შურისძიება.

უფრო კონკრეტულად, დაფინანსებასთან დაკავშირებით, პარტნიორები პირდაპირ სთხოვენ მმართველ გუნდს, რომ შემოწირულობის წესი შეიცვალოს და კანონი ამ მიმართულებით გამკაცრდეს. მათი რეკომენდაციაა მოქალაქეს კონკრეტული ლიმიტი დაუწესდეს, რაც იმას ნიშვნავს, რომ შემომწირველს საკუთარი შემოსავლიდან მხოლოდ განსაზღვრული პროცენტის შეწირვა შეეძლება სასურველი პარტიისთვის.

ასევე ელჩების რეკომენდაციაა დაწესდეს შეზღუდვები საჯარო მოხელეებზე, რომ მათ ვერ შეძლონ წინასაარჩევნოდ პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია.

დღის ამბები