20 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.

“მცხეთაში ამ კორპუსების მშენებლობაში ხუთ ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა, როგორც  უკვე აღვნიშნე 120 ბინიანი კორპუსის ასაშენებლად, თუმცა ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდს გვაქს მიმდინარე პროექტები, რომელიც დაახლოებით 1 500 ოჯახისთვის გათვლილი მიმდინარე პროექტებია, რომელიც დასრულდება 2019-ში 2020-ში,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

მცხეთაში დევნილებისთვის 120 ბინიანი 2 კორპუსის დასრულებას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. დავით სერგეენკოს განცხადებით, 120 ოჯახის შერჩევას, რომლებსაც საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ, 1 თვე მოუნდება. სერგეენკოს თქმით, ბინების გადაცემის პროცედურები მოიცავს როგორც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ქულების რაოდენობის შემოწმებას, ასევე შემოწმების პერიოდის შემდეგ ხელახალ მონიტორინგს.

„იმ 120 ოჯახის ობიექტურ და გამჭვირვალე შერჩევას, რომლებიც აქ ამ მართლაც შესანიშნავ კორპუსებში მიიღებენ საცხოვრებელ ბინებს აქვს თავისი სტანდარტული პროცედურები, რომელიც ჩვეულებრივ უწევს ხოლმე 3-4 კვირას, სადღაც 1 თვემდე. ეს პროცედურები მოიცავს როგორც მათი არსებული მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ქულების რაოდენობის შემოწმებას, ასევე ხელახალ მონიტორინგს შემოწმების პერიოდის შემდეგ რაიმე ხომ არ შეიცვალა,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

დღის ამბები