19 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
დღეს ბევრი საკითხი არის ისეთი სადაც ვაკუუმებია, განსაკუთრებით ისტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით - კახაძე 

"ბევრი საკითხი არის ისეთი, სადაც ვაკუუმებია, განსაკუთრებით ისტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით" - ეს განცხადება ”ქართული ოცნების” მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა დღეს გააკეთა.

ლადო კახაძე ამომრჩევლებს დოდო აბაშიძის სახელობის სკვერში შეხვდა. "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

კახაძის განცხადებით, ძველი თბილისის მოსახლეობას ძირითადად ავარიული შენობების რეაბილიტაცია სურს და შენობებისთვის არასწორად მინიჭებული კულტურული ძეგლის სტატუსი აწუხებთ. მაჟორიტარობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას ჰპირდება.

„დღეს ბევრი საკითხი არის ისეთი სადაც ვაკუუმებია, განსაკუთრებით აი რაც გითხარით ისტორიულ კუთვნილებასთან დაკავშირებით და ეს ვაკუუმი მოითხოვს გარკვეულ რევიზირებას. არა დასჯას ხაზს ვუსვამ, ღმერთმა დამიფაროს ჩემი ბაგედან გამოვიდეს „ვიღაცა დასაჯე“, არა! დავეხმაროთ, ვუმკურნალოთ. ქალაქი დღეს საჭიროებს, რომ ჩვენი ერთად ყოფნით, ეს იქნება მედია, ეს იქნება ხელისუფალი, ეს იქნება საკანონმდებლო აღმასრულებელი თვითმმართველობა, ყველა უნდა იყოს ადამიანზე ორიენტირებული, ამ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა იგრძნონ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობენ,“ - განაცხადა ლადო კახაძემ.

დღის ამბები