19 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
დასვენების დღე დასვენების დღედ გამოცხადდა - პარლამენტმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის კუთვნილების დღედ დააკანონა 

12 მაისი საქართველო ღვთისმშობლის კუთვნილების დღედ გამოცხადდა. პარლამენტმა გადაწყვეტილების მისაღებად საგანგებო სხდომა მოიწვია. 12 მაისი ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. ეს საპატრიარქოს ინიციატივაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ზედმეტი კითხვების გარეშე აქცია კანონად და მხარი დაუჭირა.

12 მაისი აქამდეც უქმე იყო, თუმცა მანამდე ამ დღეს მხოლოდ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება აღინიშნებოდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე დასვენების დღედ მაინც გამოაცხადა.

უმრავლესობის წევრები საკუთარ პოზიციას ურყევი რწმენით ხსნიან. ოპოზიციას კი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისთვის წილი არ უყრია. ხელისუფლების ოპონენტები ფარისევლობაზე საუბრობენ  და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ხელისუფლების და საპატრიარქოს მორიგი გარიგების შედეგია.

გადაწყვეტილება, ასეთი დღე ოფიციალურად დაკანონებულიყო, სინოდმა დეკემბერში მიიღო. საპატრიარქოს თხოვნის შესრულებაზე მზაობა რამდენიმე თვის წინ, პირველმა პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა. მალე შრომის კოდექსში შესულ ცვლილებას ხელს საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს. 12 მაისს კი საქართველო ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად, პირველად აღნიშნავს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის, იმედის დღეს.

 

 

დღის ამბები